logo
ENG



კალაძის "კორუფციით სავსე ქალაქი"

10 ნოე 202220:12
3 წუთის საკითხავი
 

გამოფენა მერიასთან უჩვეულო ექსპოზიციით - სამოქალაქო აქტივისტებმა და პარტიების ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მერიის წინ მიიტანეს ბანერები, რომელიც ასახავს, როგორ აქცია სიცოცხლით სავსე ქალაქი კალაძემ "კორუფციით სავსე ქალაქად". იდეის ავტორები ამბობენ, რომ ჩაშლილი, დაუსრულებელი ინფრასტრუქტურული პროექტების, გარიგებული ტენდერების, ფორმულას მიერ გაშუქებული ავტობუსების საეჭვო შესყიდვის უკან სწორედ კორუფცია დგას. გამოფენაზე საპატიო ადგილი ეკავა გოცირიძის მეტროს დაუსრულებელ რეაბილიტაციას. ბრალდებებზე საპასუხოდ დღეს თბილისის მერისგან სპეციფიკური იუმორი მოვისმინეთ. 

 


close დახურვა